Friday, 30 June 2017

დღე მესამე

დღეს ჩვენ შევიმუშავეთ პროექტის მიზნები,შევარჩიეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები და ინდიკატორები რომლებიც უნდა იქნეს დაძლეული მოცემული პროექტის განხორციელებით.გავეცანით მიმარტულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და მოგვეცა დავალება ჩვენი თემიდან გამომდინარე შევადგინოთ შესაბამისი კითხვები.

Thursday, 29 June 2017

დღე მეორე

ტრენერს გავაცანით პროექტის მოკლე შინაარსი და ავტვირთეთ პროექტის გეგმის შაბლონში. დღეს ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა,სურათების გადმოწერა ინტერნეტიდან და ბუკლეტის გაფორმება სურათებით .და გადავიტანეთ დრაივში.

Saturday, 24 June 2017

ტრენინგის პირველი დღე(ინტელი) 24.06 .2017

დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო,დღეს ჩვენ გავეცანით ინტელის სასწავლო კურს: ელექტრონულ სახელმძღვანელოს,ვისწავლეთ ვიუერის(viewer) გამოყენება,ბლოგის შექმნა,პორთფოლიო შევქმენით დრაივზე(drive) რომელიც არის ინფორმაციის საცავი სადაც შეგვიძლია ჩვენი შენახული ინფორმაცია გავუზიაროთ სხვებს,მივცეთ მათ საშუალება იმუშაუონ და შეიტანონ სათანადო შესწორებები მოცემულ ინფორმაციაში,და შემდეგი მეცადინეობისთვის მოგვეცა დავალება"პროექტის შინაარსის " დაწერა.