Monday, 17 July 2017

დღე მერვე

დღეს ჩვენ შევავსეთ  სასწავლო პროექტის გეგმა,ჩვენს პროცედურებში შევიტანეთ ცვლილებები,ვისწავლეთ კითხვარის შექმა და ავტვირთეთ დრაივზე , პროექტის სტანდარტებში ჩავამატეთ 21-ე საუკუნის უნარები,ასევე შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფა სასწავლო პროექტის გეგმაში,დავალებად მოგვეცა კითხვარის დასრულება სახლში.

Thursday, 13 July 2017

დღე მეშვიდე

დღეს ჩვენ წავიკითხეთ პროექტის მსვლელობის პროცედურები,გავაცანით ტრენერს ჩვენი ნამუშევრები და მივიღეთ შესაბამისი რჩევა დარიგებები,შემდეგ გავეცანით შაბლონს მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს,რომელიც მოვარგეთ ჩვენს პროექტს და შესაბამისად შევავსეთ ცხრილი რომელიც ასახავს მოსწავლეთა მუშაობის აქტივობას პროექტის მსვლელობის დროს,ასევე ვისწავლეთ ფეიჯების და გაჯიტების შექმნა ბლოგზე.დავალებად მოგვეცა გლოგზე უნდა ავტვირთოთ დრაივიდან ახალი ფაილი და დავაკოპიროთ რაიმე გვერდის მისამართი და ჩავსვათ ბლოგში.

Tuesday, 11 July 2017

დღე მეექვსე

დღეს ჩვენ შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა,დრაივზე ვისწავლეთ უკუკავშირის ჩაწერა და გაზიარება,კომენტარების გაკეთება გაზიარებულ ნაშრომზე.დავალებად მოგვეცა პროცედურების ფაილში დაწვრილებით ჩავწეროთ კითხვები და შესაბამისი აქტივობები.

Thursday, 6 July 2017

მეხუთე დღე

დღევანდელი დღე იყო ასევე ძალიან ნაყოფიერი,დღეს ჩვენ ჩავდექით მოსწავლის როლში და  გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია პაუერ პოინტში,გავაკეთეთ სლაიდ შოუები და ეს პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივზე.გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას და შევქმენით ციტირებული დოკუმენტი.დავალებად მოგვეცა პრეზენტაციაზე მუშაობის დასრულება პაუერ პოინტში .ასევე უნდა გადავიკითხოთ მე-3 და მე-4 მოდულები ვიუერში.

Tuesday, 4 July 2017

დღე მეოთხე

დღევანდელი სამუშაო დღე იყო ძალიან ნაყოფიერი,მეორე მოდულის მე- 3 აქტივობაში გავეცანით შეფასების  ხუთ მიზანს.ავარჩიეთ თითოეული მიზნისთვის შესაბამისი მეთოდი და ინსტრუმენი.მეთოდს დაესმის კითხვა როგორ? ხოლო ინსტრუმენტს რითი? შევქმენით ''ვიცი-მინდა ვიცოდე -ვისწავლე'' ცხრილი და შევავსეთ,ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება. დავალებად მოგვეცა მიზნის შესაბამისი აქტივობების ჩამოწერა შემდეგი სამუშაო დღისთვის.